ჩვენს შესახებ

შპს „კრედიტ პლიუს“ ფინანსურ ბაზარზე 2009 წლიდან ფუნქციონირებს. 2011 წლის 29 სექტემბერს საქართველოს ბაზარზე შემოვიდა სს „კრედიტ პლუს ჯორჯია“-„კპჯ“, კომპანიის დამფუძნებელი იყო  ლიტვური კომპანია „CPL Investment”-ი. კომპანია საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და მიიღო ლიცენზია  2011 წლის 29 ოქტომბერს.

დაარსების დღიდან ჩვენი ორგანიზაცია სწრაფად  ვითარდება საქართველოს ბაზარზე, გაფართოვდა ფილიალების ქსელიც და მათი საქმიანობის სფეროც.  „კპჯ“ საქმიანობას განაგრძობს საქართველოს ურბანულ და სასოფლო რეგიონებში, კერძოდ ბათუმის, ქუთაისის,  ზესტაფონის, სამტრედიის, რუსთავის, მარნეულის და თელავის არეალებში.
 

ჩვენი ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობაა: იპოთეკური, ბიზნეს,  აგრო  და სალომბარდე სესხების გაცემა, ვალუტის ყიდვა გაყიდვა.


   ჩვენი
ხედვა:  გავხდეთ ერთ- ერთი წამყვანი და ყველაზე საიმედო პარტნიორი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე.

  ჩვენი მისია: ჩვენ გთავაზობთ სწრაფ, მრავალფეროვან, მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ და ეფექტურ ფინანსურ მომსახურებას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურად აქტიურ, მაგრამ დაბალშემოსავლიან ოჯახებსა და მათ წევრებს. მივცეთ  დამწყებ  ბიზნესმენებს შანსი მათი დამაჯერებელი და მომგებიანი ბიზნეს იდეების რეალიზაციაში და განხორციელებაში, გავაუმჯობესოთ ჩვენი მომხმარებლების სოციალური და ეკონომიკური პირობები. ავამაღლოთ მათი ეკონომიკური კულტურის დონე კომპანიის მაღალკვალიფიციური თანამშრომლების დახმარებით.

  ვიმოქმედებთ ჩვენი ღირებულებების შესაბამისად: ნდობა, კონფიდენცილობა, პროფესიონალიზმი, ერთგულება, პატიოსნება, გუნდური მუშაობა, გამჭვირვალობა და პატივისცემა " 

 
ჩვენ ვაფინანსებთ თქვენს წარმატებას!!!

აირჩიეთ სესხის ტიპი
სესხი უძრავი ქონების უზრუნველყოფით
ოქროს ლომბარდი
ბიზნეს სესხები
მცირე და საშუალო ბიზნეს სესხები
სასოფლო სამეურნეო
კრედიტის თანხა
ვადა (თვე)
საშეღავათო პერიოდი
წლიური პროცენტი
სესხის ტიპი